Download Adobe Flash Player

ყოველწლიურად ანიმაციის განვითარების ფონდი საქართველოს 20-ზე მეტ რეგიონში ატარებს უორქშოპებს თემაზე - „ანიმაცია - ურთიერთობის მხატვრული ფორმა“. უორქშოპები იმართება როგორც ფესტივალ „ექო თოფუზის“ ფარგლებში, ასევე, ფესტივალისგან დამოუკიდებლად.

უორქშოპებში მონაწილეობენ 12-დან 16 წლამდე მოზარდები. 2 დღის განმავლობაში პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად ბავშვები ქმნიან ერთ-წუთიან ანიმაციურ ფილმებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „თოფუზის“ საკონკურსო პროგრამაში, კატეგორიაში „ექო თოფუზის“ უორქშოპებზე შექმნილი საუკეთესო ფილმი. 

copyright 2015 Tofuzi