Download Adobe Flash Player

სტუდია Mifasi Animation-მა თავისი პირველი პროექტი 2010 წელს განახორციელა, შეიქმნა ფილმების კრებული, სახელწოდებით „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები“. ამ პროექტმა გააერთიანა იმ დროს საქართველოში ანიმაციის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები, ასევე, დამწყები ანიმატორები. მას შემდეგ სტუდია აქტიურად მუშაობს და ამ დარგში მოღვაწე ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ საკუთარი იდეები. სტუდიაში ყოველწლიურად, საშუალოდ, 10 ფილმი იქმნება. სტუდიის მიზანია საქართველოში ანიმაციური ფილმწარმოების განვითარება და მისი ინტეგრაცია მსოფლიოში.  

copyright 2015 Tofuzi