Download Adobe Flash Player

"თოფუზი" 2018-ზე ფილმების მიღება დაიწყო!!!!

01/03/2018

1-დან 6 ოქტომბრის ჩათვლით აჭარაში: ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ბათუმში ა(ა)იპ „ანიმაციის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „პერსონაჟი“ ატარებს, ანიმაციური ფილმების მე–10 საერთაშორისო ფესტივალს თოფუზი.

ფესტივალის ფარგლებში საკონკურსო და საინფორმაციო ჩვენებები გაიმართება ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში, ხელოვნების უნივერსიტეტში, ხულოს დრამატულ თეატრში, ხელვაჩაურის და ქედის კულტურის სახლებში.

ფესტივალზე ფილმების მიღება დაწყებულია და დასრულდება 1 ივნისს.

აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ფესტივალის ვებ-გვერდზე www.adf.ge-ზე.

სელექციის შედეგები გამოცხადდება 1 აგვისტოს.

ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს მთავარი, ახალგაზრდული და  საბავშვო ჟიური, ხოლო შედეგები გამოცხადდება ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე 6 ოქტომბერს.


ფესტივალის საკონკურსო კატეგორიები:

 

საერთაშორისო კატეგორიები:

  1. ფილმი უფროსებისათვის
  2. ფილმი ბავშვებისთვის
  3. ტვ-სერიალი
  4. ექპერიმენტული ფილმი
  5. დებიუტი
  6. სტუდენტური ფილმი
  7. ბავშვების მიერ შექმნილი ფილმი

 

ეროვნული კატეგორიები:

  1. ქართული ფილმი
  2. “ექო თოფუზზე” შექმნილი ანიმაციური კლიპი
  3. ანიმაციური გიფი

 

   ფესტივალის სტუმრებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებში, რომელთა შორისაა:

 

  • ვორქშოპები - „ანიმაცია - ურთიერთობის მხატვრული ფორმა“.
  • მასტერკლასები - „შეხვედრა ავტორებთან“.
  • ფილმების პროექტების პრეზენტაცია (პიჩი).
  • თოქ-შოუგამოწვევები ანიმაციური კინოს წარმოებაში
  • სემინარიქართული ანიმაციის პერსპექტივები   


ფესტივალი მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქ.ბათუმის მერია; აჭ.ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

copyright 2015 Tofuzi