Download Adobe Flash Player

"თოფუზი 2017" დასრულდა

08/10/2017

ანიმაციური ფილმების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი 2017" დასრულდა. 

ფესტივალი “თოფუზი” აჭარას 3-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით სტუმრობდაა. 2 ოქტომბერს ხულოს, 3 ოქტომბერს , 4 ოქტომბერს ქობულეთს, 5-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით კი ბათუმს ვეწვიეთ.  ფესტივალის მიზანი ქართული ანიმაციური ფილმწარმოების განვითარებაა საქართველოში და შემდეგ მისი ინტეგრაცია მსოფლიოში.

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, როგორებიცაა:

  • ახალი ქართული და უცხოური ანიმაციური ფილმების საბავშვო კინოჩვენება;
  • კინოჩვენება უფროსებისთვის;
  • ფრანგული ანიმაციის საღამო;
  • ანიმაციის ვორქშოპი;
  • პროფესიონალი ანიმატორების მასტერკლასები;
  • შეხვედრა ფილმების ავტორებთან;
  • ანიმაციის სასწავლო ქართული სტუდიების მოსწავლეების ფილმების პროექტების პრეზენტაციები (პიტჩები). 

 

copyright 2015 Tofuzi