Download Adobe Flash Player

ანიმაციის განვითარების ფონდს ქ. თელავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის სამხატვრო სკოლებსა და დაბა ხულოს სახელოვნებო სასწავლებელში გახსნილი აქვს ანიმაციის სასწავლო სტუდიები.

ფონდის თანამშრომლები, პროფესიონალი ანიმატორები, 10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებით დაკომპლექტებულ ჯგუფებს ასწავლიან ანიმაციის წარმოების ეტაპებს: სცენარის წერა, პერსონაჟების შექმნა, ფონების შექმნა, რეჟისორული სცენარის შექმნა, კადრირება, ანიმაცია, კომპოუზინგი, ხმა, მონტაჟი. ანიმაციის განვითარების ფონდი ეხმარება მოსწავლეებს მათი ფილმების სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე გაგზავნაში, წარმატების შემთხვევაში კი ფესტივალში მონაწილეობისათვის ბავშვების საზღვარგარეთ გაგზავნის ორგანიზებას ახდენს.

copyright 2015 Tofuzi