Download Adobe Flash Player

თოფუზისწესები და რეგულაციები

 

 

      ფესტივალის ორგანიზატორები

       ა.ა.ი.პ. „ანიმაციის განვითარების ფონდი“, ა.ა.ი.პ. „პერსონაჟი“, ა.ა.ი.პ. „პროექცია“. სამივე ორგანიზაციას აქვს თანაბარი უფლებები და შეუძლია იმოქმედოს, როგორც ფესტივალის მფლობელმა.

 

         ფესტივალი შედგება რამდენიმე ძირითადი ნაწილისგან:

  • ცენტრალური ფესტივალი „თოფუზი“ გაიმართება ბათუმში. გამარჯვებულები შეირჩევიან და დაჯილდოვდებიან ცენტრალურ ფესტივალზე.
  • რეგიონალური ფესტივალები „ექო თოფუზი“, ცენტრალური ფესტივალის შედეგ მთელი წლის განმავლობაში საქართველოს 20-მდე რეგიონში ჩატარდება. „ექო თოფუზზე“ ნაჩვენები იქნება მხოლოდ საბავშვო ფილმები. 

 

         ძირითადი ინფორმაცია

  • ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ (ცენტრალური ფესტივალი) ჩატარდება 1-6 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმში.
  • "ექო თოფუზის" განრიგი და ჩატარების ადგილი შეთანხმდება რეგიონულ მუნიციპალიტეტთან და ორგანიზატორების მიერ კონკრეტული სიტუაციების გათვალისწინებით შესაბამისად მოეწყობა.
  • ფესტივალის დირექტორია: ზურაბ დიასამიძე („ანიმაციის განვითარების ფონდის“ დირექტორი)
  • ფესტივალის ოფიციალური ენა: ქართული, ინგლისური.
  • ფესტივალის მხარდაჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, შ.პ.ს. „მიფასი“, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, "ნატახტარი" და "ტექნო ბუმი"

 

         ფესტივალის მიზნები და ამოცანები

  • ფესტივალი მიზნად ისახავს ქართველ და უცხოელ ხელოვანებს შორის კრეატიული გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას, ახალი იდეების, სტილისა და ტექნოლოგიების ძიებას, ასევე ქართული ანიმაციის ინტეგრირებას მსოფლიოში.
  • ფესტივალის მიზანია ანიმაცია ბავშვებისთვის კულტურის მიმზიდველ სახეობად აქციოს საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც კულტურული ღონისძიებები იშვიათად ტარდება.
  • საერთო ჯამში, ფესტივალის მიზანია ანიმაციური ჟანრის პოპულარიზაცია როგორც უფროსებში, ასევე, ბავშვებში.

 

     ნომინაციები

  • გრან-პრი
  • საუკეთესო ფილმი უფროსებისთვის
  • საკეთესო ფილმი ბავშვებისთვის
  • საუკეთესო სტუდენტური დილმი
  • საუკეთესო დებიუტი
  • საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი
  • საუკეთესო ტელესერიალი
  • საუკეთესო რეჟისორი
  • საუკეთესო სცენარისტი
  • საუკეთესო მუსიკა
  • საუკეთესო ტექნიკა
  • საუკეთესო ქართული ანიმაციური ფილმი
  • ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ფილმი
  • საუკეთესო ანიმაციური გიფი
  • "ექო თოფუზებზე" შექმნილი საუკეთესო კლიპი

 

         ფილმების სელექცია

  • ცენტრალური ფესტივალი შედგება საკონკურსო, არასაონკურსო და რეტროსპექტული ჩვენებებისგან.
  • სასელექციო კომიტეტი იქმნება პროფესიონალებისაგან, რომლებიც 1 აგვისტოს გამოავლენენ ფილმებს როგორც საკონკურსო, ასევე, არასაკონკურსო პროგრამისთვის.  
  • სასელექციო კომიტეტს აქვს უფლება, შეცვალოს ფილმის კატეგორია, თუ მიიჩნევს, რომ ფილმი სხვა კატეგორიისთვის უფრო შესაფერისია.
  • სასელექციო კომიტეტის წევრი არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა იმ ფილმის წარმოების ან დისტრიბუციის პროცესში, რომელიც საკონკურსო პროგრამაში იღებს მონაწილეობას.
  • სასელექციო კომიტეტის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გადახედვას.

 

          ფესტივალის ჟიური

  • ცენტრალურ ფესტივალზე გამარჯვებულ ფილმებს გამოავლენს მთავარი, ახალგაზრდული და საბავშვო ჟიური.
  • ცენტრალური ფესტივალის მთავარი და ახალგაზრდული საერთაშორისო ჟიურები შედგება 5 კაციანი ჯგუფებისგან, რომლებიც დაკომპლექტებულია ანიმაციურ კინოში მოღვაწე პროფესიონალებისგან.
  • საუკეთესო ფილმი ბავშვებისთვის შეირჩევა საბავშვო ჟიურის მიერ, რომელიც 10-15 წლის ასაკის 11 ბავშვისგან შედგება.
  • ჟიურის წევრების სია გამოქვეყნდება www.adf.ge – ზე არაუგვიანეს 1 სექტემბრისა.
  • ყველა გამარჯვებულის ვინაობა დახურვის ცერემონიალზე, 6 ოქტომბერს,  გახდება ცნობილი.
  • ჟიურის წევრი არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა იმ ფილმის წარმოებისა თუ დისტრიბუციის პროცესში, რომელიც მონაწილებას იღებს საკონკურსო ჩვენებაში.
  • ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გადახედვას.

 

          მონაწილეობის წესები

  • ფესტივალში მონაწილება უფასოა.
  • მხოლოდ 2017 წლის იანვრის შემდეგ შექმნილი ფილმები მიიღებენ მონაწილებას.
  • ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 25 წუთს.
  • მონაწილეობას მიიღებს ნებისმიერი ტექნიკით შესრულებული ფილმი, რომლის ხანგრძლივობის მინიმუმ 70 პროცენტი არის ანიმაცია.
  • ფილმს თან უნდა ახლდეს ინგლისური სუბტიტრები.
  • ფესტივალი უფლებას იტოვებს მოაწყოს გამარჯვებული ფილმების ჩვენებები, "თოფუზის" პროგრამის ფარგლებში.
  • ფესტივალი უფლებას იტოვებს ტელევიზიაში გამოიყენოს ფილმის ნაწყვეტი, არაუმეტეს 10 პროცენტისა.

 

          ფილმის რეგისტრაცია და დედლაინი

  • თითოეული ფილმისთვის უნდა შეივსოს აპლიკაცია რომელიც განთავსებულია www.adf.ge-ზე და გამოიგზავნოს ონლაინ 2018 წლის 1 ივნისამდე. თუ პრობლემა შეიქმნა აპლიკაციის შევსებისას, გთხოვთ მოგვწეროთ მეილზე - tofuzifilms@gmail.com.
  • ფილმების გამოსაგზავნად, გამოიყენეთ "Vimeo", „Wetransfer” ან სხვა მსგავსი პროგრამა. ფილმის გადმოსაწერი ლინკი უნდა გამოგზავნოთ მეილზე - tofuzifilms@gmail.com  (დარწმუნდით, რომ ფილმის ფორმატი შეესაბამება ფესტივალის რეგულაციებს)
  • აპლიკაცია უნდა შეავსოს ადამიანმა, რომელსაც აქვს უფლება ფილმების ფესტივალზე გაგზავნის ან ვისაც აქვს ფილმზე საავტორო უფლება.
  • ფესტივალზე მიღებული ფილმები ფესტივალის ორგანიზატორების არქივის საკუთრებაა, მიუხედავად იმისა, შეირჩა თუ არა ფილმი საკონკურსო პროგრამისთვის.

 

 

copyright 2015 Tofuzi