Download Adobe Flash Player

2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს 20-მდე რეგიონში ანიმაციის განვითარების ფონდის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ექო თოფუზი“. ფესტივალის ფარგლებში პროფესიონალი ანიმატორები ატარებენ უორქშოპებს, იმართება ქუჩის მსვლელობა - „ბარაბანშოუ“. გარდა ამისა, ტარდება წამახალისებელი ვიქტორინები თემაზე ქართული ანიმაციის ისტორია. გამარჯვებულები ჯილდოვდებიან ფესტივალის პრიზებით. ასევე, იმართება საუკეთესო უცხოური და ქართული საბავშვო ანიმაციური ფილმების ჩვენება. ქართულ ფილმებს ავტორები თავად წარუდგენენ მაყურებელს. 

copyright 2015 Tofuzi