Download Adobe Flash Player

ბათუმი

ქალაქი ბათუმი მთელი შავი ზღვის რეგიონში გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია. თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, უძველესი პორტით, ბოტანიკური ბაღითა და ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კოლორიტული კაფეებით ბათუმი თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა.

აღსაღნიშნავია, რომ 2012 წელს ამერიკის სტუმართმასპინძლობის მეცნიერების აკადემიამ ბათუმი დაასახელა როგორც წლის საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილი.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქისათვის თანამედროვე სახის მისაცემად ევროპელი არქტიტექტორები მუშაობდნენ. ბათუმის განვითარება მჭიდროდ იყო დაკავშირებული მსოფლიო ეკონომიკისა და ინდუსტრიის განვითარებასთან: სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ცნობილი ძმები ნობელებისა და როტშილდების ოჯახის სამეწარმეო საქმიანობა ბათუმში.

დღეს ბათუმი ქვეყნის ერთ-ერთ კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. აქ ყოველწლიურად მრავალი საერთაშორისო ფესტივალი და ღონისძიება იმართება, რომელშიც ცნობილი ხელოვანები მონაწილეობენ.

copyright 2015 Tofuzi